LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

84

შსს-ს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ა.უ. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. უწყება ვიდეო-მასალასაც ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 1 შეკვრად დაფასოებული 1,8083 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

“გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილებით)” – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები