LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში – დაკავებულია ერთი პირი

109

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის ფარგლებში შსს-ის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

“ფორტუნას” ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. იაკობ ცურტაველის ქუჩაზე დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და არაერთგზის გასაღებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები