LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში – კრიმინალურ პოლიციას სპა ცენტრი აქვს ბლოკირებული

168

ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია თბილისის ცენტრშია მობილიზებული. სამართალდამცველებს ნიკოლაძის 5 ნომერში შენობის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. პოლიცია, სავარაუდოდ,  საგამოძიებო მოქმედებებს ერთ-ერთ სპა ცენტრში ატარებს.

სპა ცენტრიდან სამართალდამცველებმა, დაახლოებით, 5 გოგონა გამოიყვანეს და პოლიციის მანქანით გაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის მიზნით მიმდინარეობს.

გუშინ პუშკინის ქუჩაზე შსს-მ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, სადაც ერთი პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები