LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია ახალგაზრდა კაცი

47

თბილისის შემოსასვლელში წუხელ, გვიან ღამით,  სპეცოპერაცია ჩატარდა.

კრიმინალურმა პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელსაც მანქანით იარაღი გადაჰქონდა. ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა გადაჭრილი თოფი, ხელყუმბარა, ვაზნები და დანა ამოიღეს.

აღმაშენებლის ხეივანში გვიანობამდე მუშაობდენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

დაკავებული სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

რა მუხლით მიმდინარეობს ძიება საქმეზე, ამ დრომდე უცნობია. შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები