LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

92

“პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს,” – ეს განცხადება სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელა.

„კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია,“ – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  2 პირი უკვე დაკავებულია, მაგრამ სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მათი დაკავების შესახებ  ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები