LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის ადგილზე ინტენსიური სროლა მიმდინარეობს – კორპუსთან ძლიერი დაკვამლიანებაა

52

სპეცოპერაციის ადგილზე, ამ წუთებში, ინტენსიური სროლის ხმა ისმის. იყო ძლიერი აფეთქების ხმაც  და სავარაუდოდ, იმ შენობაში სადაც ტერორისტები იმყოფებიან, მეორე სართულიდან ხელყუმბარა ისროლეს.

ამასთან, როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კორპუსთან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მობილიზებულია ასევე დამატებით სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებაც სცადეს.

სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო. დღეს სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაჭრეს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. სუს-ის ინფორმაციით, შენობაში გამაგრებული პირები ტერორიზმთან არიან კავშირში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მათგან ერთი პირია დაკავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები