LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ხელისუფლებისგან ინფორმაციას ველით – გიგა ბოკერია

41

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ის ამ ეტაპზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასკვნებს ვერ გააკეთებს. თუმცა, ბოკერიას თქმით, მას შემდეგ, რაც სპეციალური ოპერაცია დასრულდება ხელისუფლებისგან ინფორმაციას დაელოდება.

‘’არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მით უმეტეს სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველ რიგში გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია, მსხვერპლის გარეშე. შემდეგ ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან, ეს სერიოზული ამბავია და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები