LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ისევ უგონოდაა

43

პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მაჩალიკაშვილის დედის თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა შედეგი ჯერჯერობით, არ არის. მან შვილი გუშინ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მაჩალიკაშვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

„ჩვენ გვინდა სხვა ქვეყანაში გადაყვანა ან ექიმების მოწვევა, მაგრამ ამ მხრივაც ჯერ არაფერი სიახლე არ გვაქვს“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები