LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმი ადგილზე რჩება: რა ვითარებაა სპეცოპერაციის ადგილზე (ექსკლუზიური ფოტო/ვიდეო)

65

ბერი გაბრიელის ქუჩაზე უცხო პირთა გადაადგილება კვლავ აკრძალულია . ტერიტორიას საპატრულო პოლიცია იცავს.  საცხოვრებელ კორპუსთან , სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.  ტერიტორიაზე უკვე შევიდა დასუფთავების სამსახური. მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით,  დღეს უკვე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ , რადგან ტერიტორიას საპატრულო პოლიცია იცავს. “ფორტუნასთან“  საუბარში ამბობენ იმასაც,  რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე უბანში საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.

„მეზობლების მხრიდან არანაირი საეჭვო ქმედებები არ შეგვიმჩნევია, ბოლო დღეებში ხშირად  ვხედავდით პოლიციის მანქანებს, ვხვდებოდით,  რომ რაღაცას უთვალთვალებდნენ“

„ახლა არაფრის არ გვეშინია , პოლიცია გვიცავს , საფრთხეში მანამდე ვყოფილვართ,  არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია, როგორ მოახერხეს ამდენი იარაღის ბინაში ატანა  ეს კითხვა გვაქვს ყველა მეზობელს“- ამბობენ „ფორტუნასთან“ ბერი გაბრიელის 9 ნომერში მცხოვრებლები.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები