LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls დაბრუნდა! – პირველი ემოციური ფოტო და ვიდეომიმართვა

144

90-იანების ყველაზე პოპულარული გოგონათა ჯგუფი Spice Girls დაბრუნდა. ამის შესახებ მედია რამდენიმე თვეა წერს, თუმცა, დღეს გოგონებმა პირველი ერთობლივი ფოტო და ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეოში ჯერი ჰორნერი, მელანი სი, მელანი ბი და ემა ბანტონი ბრიტანეთში დაგეგმილ კონცერტებს აანონსებენ. ბრიტანულ ტურნეს ვერ შეუერთდება ვიქტორია ბექჰემი.

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა წლების შემდეგ გოგონების პირველი ერთობლივი ოფიციალური ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა უკვე 40 წელს მიუკაკუნეს, ისინი ფანტასტიკურად გამოიყურებიან. დაცულია მათი ჩაცმის სტილიც და მსმენელი სურნელოვან გოგონებს კვლავ ძველი იმიჯით იხილავს.

ცნობილი ხდება, რომ პირველი კონცერტი 2019 წლის 1 ივნისს მანჩესტერში გაიმართება. ასევე იგეგმება კონცერტები სანდერლენდში, ედინბურგსა და ბრისტოლში. გოგონების საკონცერტო ტურნე კი 15 ივნისს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე დასრულდება. შოუს სპეციალური სტუმარი ჯეს გლინი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები