LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls-ის ვოკალისტი ფოტოგრაფებმა უხერხულ მომენტში გადაიღეს

74

Spice Girls-ის ერთ-ერთი ვოკალისტი, მელანი ბრაუნი სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება მედიისთვის. დაგეგმილი მუსიკალური ტურნეს გარდა, მუსიკოსი აქტიურად ემზადება სატელიზივიო შოუს, America’s Got Talent-ის გადაღებებისთვის, სადაც ის ჟიურის წევრია. მელანი ბრაუნი ფოტოგრაფებმა უხერხულ მომენტში მაშინ გადაიღეს, როცა ის შოუს ჩაწერაზე მივიდა და საკუთარი დეზოდორანტის არომატი საკმაოდ უხერხულ პოზაში მოსინჯა. ამ ფოტოს მომღერლის უკმაყოფილო სახის გამომეტყველებით, ინტერნეტში გავრცელებისთანავე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

მელანი ბრაუნი სექსუალურ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც დიდი ზომის გულსაბნევით ჰქონდა გაფორმებული. შოუს ჩაწერაზე ასევე გამოჩნდა ჰეიდი კლუმიც, რომელიც ასევე ცნობილი შოუს ჟიურის წევრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები