LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls-ის ვოკალისტმა 19 წლის ქალიშვილი გამოაჩინა, რომელიც დედის ასლია (ფოტო)

309

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ პოპულარული გოგონების ჯგუფი Spice Girls ერთიანდება, მედიის ინტერესი ჯგუფის წევრების მიმართ გაორმაგდა. ამჯერად ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში 42 წლის მელანი ბრაუნი მოექცა, რომელიც ამავდროულად ამერიკული ტალანტების შოუს” ჟიურის წევრია. მელანი ბრაუნი ღონისძიებაზე, რომელიც პოპულარული შოუს გახსნას მიეძღვნა, ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. 19 წლის ფენის ჩი გელზერი საოცრად ჰგავს  პოპულარულ დედას. მომღერალი და მისი ქალიშვილი სექსუალური მოკლე კაბებით პოზირებდნენ წითელ ხალიჩაზე.

საინტერესოა, რომ მელანი ბრაუნის პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. მას პირველი ქალიშვილი, ჰოლანდიელი პროდიუსერისგან, ჯიმი გელზერისგან ჰყავს, რომელსაც 2000 წელს დაშორდა. წყვილს ხანგრძლივი სასამართლო დავაც ჰქონდა, რადგან Spice Girls-ის ვოკალისტი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა. მეორე ქალიშვილი, ენჯელ აირისი მელანიმ მსახიობ ედი მერფისგან გააჩინა, რომელიც თავიდან მამობის ფაქტს უარყოფდა. მოგვიანებით გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ედი მერფი მელანი ბრაუნის მეორე შვილის მამაა და მსახიობმა თავის თავზე მეურვეობაც აიღო. 2007 წელს მელანი ბრაუნი ცოლად გაჰყვა კინოპროდიუსერს, სტივენ ბელაფონტეს, რომლისგანაც მესამე ქალიშვილი შეეძინა. 2017 წელს წყვილი განქორწინდა და საქმე ისევ სასამართლომდე მივიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები