LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტი არის ურთიერთობა: კორეელები ერთიანი დროშით გამოვლენ

81

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ოლიმპიური ნაკრებები ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე საერთო დროშით წარდგებიან.

ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება გამართული 6 შეხვედრის შემდეგ მიიღეს. დროშა თეთრი ფერის იქნება და მასზე ლურჯად კორეის ნახევარკუნძული იქნება გამოსახული.

გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გასამართი ზამთრის ოლიმპიადის დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ქალთა ჰოკეის საერთო გუნდი ეყოლებათ. ჰოკეისტები საწვრთნელ შეკრებას ჩრდილო კორეის კურორტ მესიკრენში გაივლიან.

ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 150 ადამიანის შემადგენლობით სამხრეთელ მეზობელს 1 თებერვალს ესტუმრება. მათთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე გუნდის 230 მხარდამჭერი და ჟურნალისტები ჩავლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები