LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტის გაკვეთილები გათვლილი უნდა იყოს მსუქან და ნელა მორბენალ ბავშვებზე – ჯეჯელავა

44

სპორტის გაკვეთილები გათვლილი უნდა იყოს არა ათლეტური აღნაგობის , არამედ მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვებისთვის, ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების მიმართ მისი სიმპათია „პირადი ხასიათისაა“.

„ 2-დან 7%-მდე ბავშვია ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ჩვენ ოთხ ფედერაციასთან გვაქვს თანამშრომლობა – ფეხბურთის, ფრენბურთის, რაგბისა და ხელბურთის, როლებიც გადაამზადებენ მასწავლებლებს. ძირითადი პრიორიტეტი იქნება სპორტის მასწავლებლები, რომლებიც იმუშავებენ ბავშვებში მოტივაციაზე, რომ ჩაერთონ ცხოვრების ჯანსაღ წესში. წელს აქცენტი გაკეთდება მეშვიდე-მერვე კლასებზე, სპორტის გაკვეთილის არსებულ ორ საათს თავისუფალი გაკვეთილების ხარჯზე კიდევ 2 საათი დაემატება,“-განაცხადა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები