LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს ”ვითიბი ბანკი” დააფინანსებს

70

სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს ”ვითიბი” ბანკი დააფინანსებს. ღონისძიება 15- დან 20 სექტემბრამდე ქალაქ ბათუმში გაიმართება. ტურნირი  რუსუდან სიხარულიძის სახელობისაა და ის უკვე მესამედ იმართება. მასში მონაწილეობას იღებს 80 -მდე სპორტსმენი, 12 ქვეყნიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი არიან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.

”სპონსორობის გარდა, ”ვითიბი” ბანკი აქტიურად ეხმარება ფედერაციას სხვდასხვა პროექტების განხორციელებაში და მათ შორის აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში. ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია  მომავალი და დღევანდელი სპორტსმენების წინსვლისთვის, სპორტული ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის საქართველოში”, – განაცხადეს   საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციაში.

ცნობისთვის,  ”ვითიბი ბანკი”  საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორი 2012 წლიდანაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები