LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრიალებენ მთვრალები, აზრზე არ არიან… ეს უკვე არაფერში არ ჯდება…“

33

სოფო ახმეტელი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც არშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართულ სათხილამურო კურორტებზე მთვრალი ადამიანები სრიალებენ.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„ეს უკვე არაფერში არ ჯდება!!!

სრიალებენ მთვრალები, აზრზე არ არიან სრიალის და მოდიან პირდაპირ. ასე თუ არავინ დაისაჯა, არავინაა დაზღვეული, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და კიდევ განმეორდეს ასეთი უბედურება.

10 წლის განმავლობაში 10 თვეს თოვლზე ვატარებდი საზღვარგარეთის სხვადასხვა კურორტზე, მსგავსი არაფერი მინახავს, რომ რომელიმე სრიალის უცოდინარ, მთვრალ ტურისტს ასე პირდაპირ 140 კმ./სთ.-ის სიჩქარით ესრიალოს.

ამ ,,კამიკაძეებს“ რამის ხომ უნდა ეშინოდეთ??? უნდა მიიღონ მკაცრი კანონი, რომ ნასვამ მდგომარეობაში, სრიალის უცოდინარი ,,მოთხილამურეები“, რომლებიც პოტენციური მკვლელები არიან, დაისაჯონ!

12 წლის ანგელოზივით გოგო მოკლა და უდანაშაულოა??? სადაა სამართალი???“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები