LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრნა და სხვა კარგები: ევროპალიგის სიმბოლური

57

უეფამ ევროპა ლიგის ამ კვირის შედეგები შეაჯამა და განმეორებითი მეოთხედფინალების საუკეთესო ფეხბურთელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

„შახტარის“ კაპიტანი დარიო სრნა საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს – მან გულშემატკივართა ხმების 45 პროცენტი მიიღო.
ხორვატმა მცველმა „ბრაგასთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ის ასევე გახდა „შახტარში“ ჩატარებული თამაშების მიხედვით აბსოლუტური რეკორდსმენი – 486 მატჩი მეშახტეთა რიგებში.

სიმბოლური ნაკრები კი ასეთი გამოვიდა:

მეკარე: იაგო ერერინი (ბილბაო);

მცველები: ტიმოტე კოლოზეიჩაკი (სევილია), ივან ორდეცი (შახტარი), დარიო სრნა (შახტარი);

ნახევარმცველები: სამუელ კასტილეხო (ვილიარეალი), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), ჯეიმც მინერი (ლივერპული), ვიკტორ კოვალენკო (შახტარი), მარკო როისი (დორტმუნდი);

თავდამსხმელები: სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), კევინ გამეირო (სევილია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები