LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა აშშ-ს საშუალო სკოლაში – სულ მცირე 2 ადამიანი გარდაიცვალა

30

აშშ-ში, სან ბერნარდინოს ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ნორთპარკის საშუალო სკოლიდან ორი მოსწავლე კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანეს. პოლიციის უფროსი, ჯაროდ ბურგუანი „ტვიტერზე“ წერს, რომ შეიარაღებულმა პირმა ჯერ ცეცხლი გაუხსნა მოსწავლეებს, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სხვა დეტალები ცნობილი ჯერ-ჯერობით არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები