LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა აშშ-ში – დაჭრილებს შორის აშშ-ს კონგრესის წევრიც არის

49

აშშ-ში ინციდენტი მოხდა – კონგრესმენები ვირჯინიაში ბეისბოლში ვარჯიშობდნენ, როდესაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, სტივ სკალიზი.

კონგრესმენი, „რესპუბლიკელი“ მო ბრუქსი „სიენენთან“ იხსენებს, რომ წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან ერთად ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებოდნენ, როდესაც სროლის ხმა გაისმა. ბრუქსმა ფეხში დაჭრილ სკალიზს ჟგუტის ნაცვლად ჭრილობასთან საკუთარი ქამარი მოუჭირა, სისხლდენა რომ შეჩერებულიყო.

თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 50-მდე გასროლის ხმა გაიგეს, თავდამსხმელის ვინაობა და სხვა დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები