LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ღამის კლუბში – სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა, დაიჭრა 14

52

ცინცინატიში ღამის კლუბში სროლის შედეგად  1 ადამიანი გარდაიცვალა, 14 კი დაიჭრა.

„სიენენის“ ინფორმაციით, ოჰაიოს შტატში, ცინცინატიში მდებვარე ღამის კლუბ „კამეოში“ სულ მცირე ორი ადამიანი ისროდა. პოლიცია ამბობს, რომ მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, რამდენიმე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის კაპიტანმა კიმბერლი უილიამსმა განაცხადა, რომ სროლის მიზეზი უცნობია, თუმცა ინციდენტში სულ მცირე ორი შეიარაღებული ადამიანი მონაწილეობდა.

აღნიშნულ ღამის კლუბში წარსულშიც მომხდარა დაპირისპირებები, თუმცა უილიამსის განცხადებით, „ეს ყველაზე სასტიკი იყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები