LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა მიუნხენში – არიან დაშავებულები

132

მიუნხენის რკინიგზის სადგურზე მომხდარი სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

მიუნხენის სამართალდამცველების ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა პოლიციელი ქალი.

სროლა სადგურში მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიცია დილის შემოწმებას ატარებდა. მიუნხენის პოლიციის სპიკერი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

ადგილობრივი გაზეთი „მერკური“ წერს, რომ დამნაშავემ პოლიციელს წაართვა იარაღი და ესროლა, ამის შემდეგ კი ცეცხლი ხალხის მისამართით გახსნა.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ამოწურულია და საფრთხე აღარ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები