LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა პარლამენტში და აფეთქება მავზოლეუმთან – თეირანში ორი თავდასხმა მოხდა

37

ირანის დედაქალაქში ორი თავდასხმა განხორციელდა, „ბიბისის“ ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს პარლამენტის შენობაში, აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმთან კი ერთმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი, რამდენიმემ კი, პარლამენტის მსგავსად, ცეცხლი გახსნა.

შემთხვევის შედეგად არიან გარდაცვლილები, მათ შორის არის პარლამენტის დაცვის წევრი.

ირანული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ ორი თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.

დაჭრილებისა და გარდაცვლილების რაოდენობა, ჯერ-ჯერობით, დაზუსტებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები