LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა სკოლაში – არიან დაშავებულები, პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს

36

საფრანგეთში, გრასეში მდებარე სკოლაში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, „ინდეფენდენთის“ ცნობით, მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

„როიტერსის“ წყაროს ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. ჯერ-ჯერობით, უცნობია, იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი, პოლიციამ მეორე ეჭვმიტანილის პოვნა ამ დრომდე ვერ შეძლო.

საფრანგეთის შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად ქალაქის ყველა სკოლაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ინციდენტი სკოლაში მას შემდეგ მოხდა, რაც პარიზში მდებარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში მიღებული წერილის გახსნის შემდეგ კონვერტი აფეთქდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები