LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ყიფშიძეზე – დაიჭრა რამდენიმე ადამიანი

52

რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დამნაშავე კალაშნიკოვით ისროდა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა, თუმცა დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაჭრილი პროფილაქტიკის თანამშრომელია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ამასთან, თვითმხილველები ამბობენ, რომ კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.

რა მუხლით აღიძრა საქმე, შსს-ს ინფორმაციას “ფორტუნა” უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები