LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელნი არიან – ხორავას ქუჩის საქმის ადვოკატი

82

“მუხლის იმ ნაწილისთვის, რაშიც ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკეთა 13-17 წლის ვადით, მაგრამ რადგან ორივე ბრალდებული არის არასრულწლოვანი, დანიშნული სასჯელი მათ შეუმცირდებათ ¼-ით,” – ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ გოგოხიამ განაცხადა.

“ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობს დაცვის მხარე, რა მტკიცებულებიც იყო გამოძიების ეტაპზე, იმ მტკიცებულებების წარდგენა მოხდა სასამართლოს წინაშე. შესაბამისად, მომდევნო სამოქმედო გეგმა რა არის, რა როგორ გადაიდგმება, ახლა ვერ გიპასუხებთ,” – განაცხადა მარიამ გოგოხიამ.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე მისი დაცვის ქვეშ მყოფს მაქსიმალურ სასჯელის ზომას არ მისცემს, რადგან განაჩენის თანახმად, არ დადასტურდა, რომ დავით სარალიძე მისი მოკლულია.

“გუშინდელი განაჩენით არ დადასტურდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მოკლული ჰყავდა დავით სარალიძე. შესაბამისად, სრულად დადასტურდა ჩვენი ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებმაც განახორციელეს დავით სარალიძის მკვლელობა, დაუსჯელნი არიან. ვინაიდან არ დადასტურდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰყავდა მოკლული დავით სარალიძე, ჩვენ ველოდებით, რომ სასჯელი არ იქნება მაქსიმუმთან მიახლოებული და იქნება მინიმუმთან მიახლოებული. მითუმეტეს, როცა მოსამართლეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი აძლევს შესაძლებლობას, რომ დაუნიშნოს სხვადასხვა სასჯელი.

გუშინდელი განაჩენი იყო ცალსახა დადასტურება იმისა, რომ საქმე არ იყო სწორად გამოძიებული, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები არ იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. შესაბამისად, ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანო ვალდებული გახდა ჩაეტარებინათ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ის პირები, ვინც მონაწილეობენ ამ დანაშაულში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პირები დიდი ხანია გამოვლენილნი არიან, თუმცა, ბრალდების მხარის ნება არ იყო, რომ აქამდე მიეცათ ისინი პასუხისგებაში. მე მიმაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება პოზიტიური მოვლენაა. ეს ისეთი მნიშვნელოვანი საქმეა, რომ საგამოძიებო ორგანოს არავინ აპატიებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება არ დაადგინოს,” – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

მეორე არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა საქმის ახალ გარემოებებს ვერ გამოკვეთს, რადგან ექსპერტიზისთვის საჭირო მასალა დაზიანებულია.

“გუშინ გამოძიება დაუკავშირდა ჩვენს ექსპერტს და მოითხოვა დაუყონებლივ იმ მასალების გადაცემა, რაც ექსპერტიზისთვის არის საჭირო. აქ იგულისხმება, როგორც ტანსაცმელი, ასევე დანები და ბიოლოგიური მასალა. იკვეთება გარემოება, რომ ის ინსტიტუციები, რომელიც მოწოდებულია, რომ დადგნენ სიმართლის მხარეს, არ არიან ეფექტურები და საჭირო გახდა საზღვარგარეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართვა.

თქვენთვის ალბათ ცნობილია, ბრიტანელმა ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ის მასალა, რომელიც მათ ექსპერტიზისთვის მიეწოდა კვლევისთვის, უკვე დაზიანებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ვერაფერი გამოიკვეთება და არ გამოიკვეთება,” – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები