LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სრული კრახი და კატასტროფა” – ვის აკრიტიკებს ნიკა გვარამია?

166

“რუსთავი 2″–ის დირექტორი ნიკა გვარამია, ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს აკრიტიკებს.

ის “სავარძელს” ჯაჭვლიანის “მოიტა ნასოსს” ადარებს და ურჩევს მათ, ვისაც შენგელაია უყვარს, ამ ფილმს არ უყურონ.

“საზმაუზე ვუყურე ძალიან კარგი ქართველი რეჟისორის – ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს, “სავარძელი”. კულტურის სამინისტროს და ქართუ ფონდის დაფინასებით გადაღებულა.

სრული კრახი და კატასტროფა. არაფრით განსხვავდება ჯაჭვლიანის “მოიტა ნასოსისგან”. არა, განსხვავდება – სამარცხვინოდ პოლიტიზირებული და ნასოსზე ბევრად უფრო “ზანუდობაა”, თან პრეტენზიული.

მოკლედ, ვისაც შენგელაია გიყვართ, არასგზით არ უყუროთ”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები