LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული საქართველო: დღეს ღია ვარჯიშია

42

საქართველოს ნაკრებმა 8 ნოემბერს სრული შემადგენლობით ივარჯიშა. კვიპროსთან და ბელარუსთან დაგეგმილი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელით ემზადება. ბოლო ფეხბურთელი,რომელიც ეროვნულ გუნდს შეუერთდა ესპანური „სარაგოსას“ წევრი გიორგი პაპუნაშვილი იყო. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა, სადაც დღეს, ნაკრები 15:30 საათზე ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი სასტუმრო ჰუალინგში მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგში“ 14:30 საათზე შედგება.

 

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.ge-ზე მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები