LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულიად ლეგიტიმურია საზოგადოების მოთხოვნა სისტემური ცვლილებების შესახებ – ანა ნაცვლიშვილი

36

სრულიად ლეგიტიმურია საზოგადოების მოთხოვნა სისტემური ცვლილებების შესახებ, – ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში ზაზა სარალიძეს შეხვდა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დაზარალებული თვეების განმავლობაში ითხოვდა საქმის სამართლიან გამოძიებას და მან სამართლიანი გამოძიება ვერ მიიღო.

“თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება სამართალს და სახელმწიფო მათი უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამან გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. ძალიან რთულია შვილმოკლული მშობლის ყურება და ამ ვითარების ატანა,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.