LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტაციონარებში ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზების მკურნალობა გაზრდილია – დავით სერგეენკო

34

“სახელმწიფოს მხრიდან 10 მილიონამდე იხარჯება მეტადონით და ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზების მკურნალობაზე,”– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, მხოლოდ შარშან გახდა შესაძლებელი, მეტადონით ჩანაცვლების თერაპიაში რიგი გამქრალიყო.

“პროგრამა ლიმიტირებულია და ყოველთვის მეტი იყო მკურნალობის მსურველი, მხოლოდ შარშან გაქრა რიგი, მომხმარებლების რიცხვის გაზრდის სტატისტიკას ვერ ვადასტურებ, რადგან ბოლო წლების სარწმუნო სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ გასული წლის მაისიდან სტაციონარებში ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზების მკურნალობა გაიზარდა. ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაუდებელი დახმარების გამოძახება,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, საზოგადოების ჩართულობის გარეშე ვერცერთი სახელმწიფო პროგრამა ვერ იქნება ეფექტური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები