LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის ღამის ბარის თავდასხმაში ეჭვმიტანილი 12 ადამიანი დაკავებულია

34

თურქეთის პოლიციამ ღამის კლუბის თავდასხმაში ეჭვმიტანილი 12 ადამიანი დააკავა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დამნაშავეების ძებნა გრძელდება.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ პოლიციას აქვს თავდამსხმელების თითის ანაბეჭდები და აღწერილობა.

ქურთულმუში აცხადებს, რომ დამნაშავის ვინაობას უახლოეს დროში დაადგენენ.

„იმედი გვაქვს, არა მხოლოდ ტერორისტების პოვნის, არამედ დავადგენთ ადამიანების ვინაობასაც, ვინც თავდამსხმელებს ეხმარებოდნენ კლუბის გარეთ და თავად კლუბშიც,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

თურქეთის პოლიციაში კი ამბობენ, რომ აქვთ ვიდეო და ფოტო, სადაც თავდამსხმელი ჩანს. დანაშაულში ეჭვმიტანილის ფოტო მედიაშიც ვრცელდება.

სტამბულში, ღამის კლუბში პირველი იანვრის ღამეს ტერორისტებმა ცეცხლი გახსნეს, შედეგად 39 ადამიანი გარდაიცვალა, 70 კი დაიჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები