LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლისკენ ორმხრივ ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქცია დაიწყო

52

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანმა  ავიაკომპანია Turkish Airlines ავიაბილეთებზე ფასდაკლების ახალი აქცია დაიწყო. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თბილისი-სტამბოლი-თბილისის ავიაბილეთის ღირებულება 329 ლარს შეადგენს.

როგორც Turkish Airlines-ში აცხადებენ, აქციის ფარგლებში, ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2017 წლის 31 ოქტომბრამდე. აქციის ფარგლებში შეძენილი ავიაბილეთით მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2018 წლის 31 მარტამდე უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები