LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება გაუწიეს

66

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე EMITT 2018-ზე რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება გაუწია. დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. წელს, მასში 106 ქვეყნის 600-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

”თურქეთი იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ერთ-ერთი პირველი დავიწყეთ მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობები რეგიონში ვიზიტორების მოსაზიდად. ეს ქვეყანა რეგიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა. მაგალითისთვის, გასულ წელს, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით აჭარას 944 050 თურქი ვიზიტორი სტუმრობდა. ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას სტამბოლის გამოფენაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არა მარტო პოტენციური ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდების, არამედ ტურიზმის ბიზნესში მოქმედ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად“, – განაცხდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები