LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

StarHit: ნანი ბრეგვაძე მიზერული პენსიით ცხოვრობს

40

გამოცემა StarHit მომღერალ ნანი ბრეგვაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ 81 წლის, ქართული და საბჭოთა ესტრადის მეგავარსკვლავს მიზერული პენსია აქვს და იმისთვის რომ იარსებოს დახურულ ღონისძიებებზე გამოდის. ნანი ბრეგვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში მსგავს ღონისძიებებზე არც თუ ხშირად იწვევენ, თუმცა აღნიშნავს, რომ საბჭოთა არტისტები კვლავ მოთხოვნადია.

 

“საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ გამოსვლებით იარსებო. პატარა ქვეყანაა, ამიტომ ხშირად მივემგზავრები რუსეთში-ეს არის ჩემი ბიზნესი, მე ხომ პენსია საკმაოდ მოკრძალებული მაქვს-180 ლარი, იგივე აქვს ჩემი სადარბაზოს დამლაგებელს, ამიტომ სიამოვნებით ვთანხმდები კორპორატიულებს -იქ კარგ ფულს იხდიან”- ამბობს ნანი ბრეგვაძე

 

ნანი ბრეგვაძემ მოღვაწეობა 1959 წლიდან დაიწყო, როგორც საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტმა, 1964 წლიდან იგი “ორერას” სოლიტი გახდა, სადაც მთელს საბჭოთა კავშირში ცნობილი და პოპულარული გახდა. 80-იანი წლებიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერა დაიწყო, იგი რუსული და ბოშური რომანსების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. 2001 წელს მომღერლის სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები