LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დღეს დააჯილდოეს

74

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს – მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა – „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დღეს დააჯილდოეს.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

„ეს არის სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ეს არის ახალი ქართული ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვისობრივად ახალი ბიზნესების დაფინანსება არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა ყოველგვარი საბანკო უზრუნველყოფის გარეშე შეძლონ საკუთარი იდეების დაფინანსება.

„კონკურსი გამჭვირვალე წესით ჩატარდა, მასში მონაწილეობდნენ ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტებიც – ამერიკიდან, კერძოდ კალიფორნიიდან და ევროპიდან. ეს არის ჩვენი ეკონომიკის თვისობრივი შეცვლა, ანუ ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების წახალისება. მთავარი შედეგია ახალგაზრდების აზროვნების მიმართვა იქით, რომ ისინი გახდნენ არა დასაქმებულნი, არამედ – თავიდანვე დამსაქმებლები“, – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული 9 პროექტი ჯამურად დაახლოებით, 900 ათას ლარით დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ქიმიური მრეწველობის, საშენი მასალის წარმოებისა და სხვა დარგებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები