LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტარტაპერის“ ფარგლებში სტარტაპები უკვე 2 მილიონი ლარით დაფინანსდნენ

31

”თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერი“ 5 თვის შედეგებს აჯამებს. როგორც ”ფორტუნას” ”თიბისი ბანკიდან” აცნობეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპ სესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად 2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ, მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები.

როგორც ბანკში აცხადებენ, სტარტაპსესხის გარდა, პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შეიქმნა საბანკო პროდუქტების პაკეტი, სტარტაპ-ენერჯი ბარათი („სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა“ და ”თიბისი ბანკის” ერთობლივი ბარათი, რომელიც საწვავზე 15-თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს) და სტარტაპლიზინგი. დამწყებ ბიზნესებს ამ პროდუქტებზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

5 თვის განმავლობაში „სტარტაპერის“ საბანკო პროდუქტების პაკეტით უკვე 6 000-მდე სტარტაპკომპანიამ ისარგებლა. სტარტაპ-ენერჯი ბარათით კი 200-მდე სტარტაპერმა.

”დიდ ინტერესს იწვევს სტარტაპერების მხრიდან პროგრამის არაფინანსური აქტივობებიც. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სპეციალურად სტარტაპერებისთვის დანერგილი ტრენინგებისა და მასტერკლასების კურსს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, უკვე 300-მდე სტარტაპერი დაესწრო, რაც მათ ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარათ. პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის სიახლეები მუდმივად ინერგება და უახლოეს მომავალში არაერთი ინიციატივისა და პროექტის განხორციელება იგეგმება”, – აცხადებენ ”თიბისი ბანკში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები