LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარების მხრივ მდგომარეობა მძიმეა – შსს

82

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში აქტიური განხილვის საგანია.

ჯავახაძის თქმით, ნარკოდანაშაულის არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცალსახად მიუთითებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა ან არდაჭერა, ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს,“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ჯავახაძის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური ნარკოტიკების გაზრდილი მოხმარება და ეგრეთ წოდებული ბიოსგან გამოწვეული ზიანი, რაც სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები