LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე 7 ივლისის კონცერტისთვის ემზადება – „ცუდად ვხდები, იმდენად მიყვარხართ!..“

224

7 ივლისს „ივენთ ჰოლში“ თბილისში ამ სეზონზე სტეფანეს ბოლო კონცერტი გაიმართება. ის მუსიკოსებთან ერთად თავისი განახლებული რეპერტუარით წარდგება. აღსანიშნავია, რომ სტეფანესთვის ეს წელი გამორჩეულია, რადგან მამუკა ჩარკვიანის „ჩემი აღარა ხარ მორჩა“-ს ქავერი და ორი საკუთარი კომპოზიციის – „დამიბრუნდი“ და „მარი“ ახლებური ვერსიები ძალიან პოპულარული გახდა და მის კონცერტებზე, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით თბილისში იმართებოდა, ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით.

მეტიც, „დამიბრუნდი“ წლის სიმღერა გახდა რადიო „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებულ კონკურსზე „ოქროს ტალღა“. ამავე სიმღერით სტეფანე მღებრიშვილი მეორე ქანდაკების მფლობელიც გახდა ამავე დაჯილდოვების ცერემონიალზე, ის რადიო „ფორტუნას“ რჩეული გახდა.

„ივენთ ჰოლის“ კონცერტისთვის მუსიკოსი გამორჩეულად ემზადება. ბილეთები თითქმის აღარ არის დარჩენილი და ამის შესახებ სტეფანე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„მეგობრებო, ბილეთები თითქმის აღარ არის დარჩენილი ერთი კვირით ადრე და რაც დარჩა, შეგიძლიათ შეიძინოთ www.tkt.ge-ზე. ამით თბილისში გამოსვლას ვამთავრებ და ოქტომბერში ახალი სიმღერებით და განახლებული პროგრამით დავბრუნდები. დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ცუდად ვხდები, იმდენად მიყვარხართ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები