LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მაია დარსმელიძეზე: „ერთმანეთი გადავჭამეთ, შევჭამეთ, ჰაერი გადავუკეტეთ…“

255

სტეფანე მღებრიშვილი ექსმეუღლეს, მაია დარსმელიძეს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვა საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა. სტეფანე საზღვარგარეთაა და იქიდან ულოცავს მაიას, ასევე აღნიშნავს, რომ „ფეისბუქზე“ მეგობრებიდან ყოფილმა ცოლმა იმდენჯერ წაშალა და დაამატა, რომ ჯობს, მის პოსტზე ვინმემ მონიშნოს.

„Today is her Birthday! <3 გიჟდება თავის დაბადების დღეზე და მე მეჩხუბება, შენი რატომ არ გიყვარსო… საერთოდ, ამ ადამიანთან ყველაზე მეტი დრო გავატარე, ჩემი შვილის დედაა ასევე…

ერთმანეთი გადავჭამეთ, შევჭამეთ, ჰაერი გადავუკეტეთ, სისხლი გავუშრეთ… მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც რაღაცნაირად სულ ერთად ვართ და საუკეთესო მეგობრები ვართ. საუკეთესო მეგობრობა კი ბევრს ნიშნავს. მაგარ ჯემს დაადუღებს ბიჭებთან ერთად და გული მწყდება რომ არ ვიქნები და აქედან მივულოცავ დაბადების დღეს! ბედნიერი იყავი, მაია… და რაც მთავარია ჯანმრთელი! <3 <3

პ.ს: ვინმემ მონიშნეთ, ბევრჯერ წამშალა მეგობრებიდან და ვერ ნახავს…“

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1358410327531347&set=p.1358410327531347&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები