LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილი „ცეკვებისა“ და „X ფაქტორის“ დაპირისპირებაზე: „ეს ქაჯობა არასდროს მიგვატოვებს…“

36

Ardaidardo.Ge

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „X ფაქტორი“ ერთსა და იმავე დღეს გადის. ორივე შოუ, რომელიც მაყურებლის დიდ ყურადღებას იმსახურებს, ორშაბათს, საღამოს ათ საათზე იწყება. „ცეკვები“ ადრე სამშაბათს გადიოდა, მაგრამ „იმედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის სწორედ ორშაბათს გადმოენაცვლებინათ და ამით, როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუსთვის კონკურენციის გაწევა სურდათ.


დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე შოუს ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა და ერთმანეთს ფეხდაფეხ მისდევდნენ. ამის შესახებ ტელესამყაროში დილიდან მიმდინარეობს საუბრები.

მომღერალმა სტეფანე მღერბრიშვილმა კი, რომელიც „რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუს ჟიურიში იჯდა, დღეს ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა…

„აი, ეს ერთმანეთზე დასმა და ერთმანეთის ჩათრევა , მთავარი სხვა არ იყოს კარგად, გვღუპავს. ეს ქაჯობა ალბათ არასოდეს მიგვატოვებს. ( X ფაქტორზე – ცეკვავენის დასმას ვგულისხმობ). როგორც სურამში ნაზუქებია გამოფენილი ერთმანეთის ჯინაზე, თავშიც არ მოსდის არავის ამდენ ნაზუქში ვინმემ ხაჭაპური გამოაცხოს…

მზიანი დღეა და ყველას მშვიდობას გისურვებთ…“ – წერს სტეფანე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები