LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილი: “ტრ..ის ფოტო რომ დამედო, ხო აჭრელდებოდა ყველაფერი…”

37

სტეფანე მღებრიშვილი ცნობილ აზერბაიჯანელ ქალ შემსრულებელ აიგიუნ კაზიმოვასთან ერთად გერმანიაში, ჰამბურგში, მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდა. სტეფანე და აიგიუნი თანამშრომლობენ. მომღერალი და პროდიუსერი უკვე თბილისში დაბრუნდა და სტატუსიც დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში არტისტებს ხელის გულზე ატარებენ, რასაც საქართველოზე ვერ იტყვის.

“მოკლედ, მეგობრებო! გერმანიაში გამგზავრება ბაქოდან წარმატებით დასრულდა. ყველაფერმა ძალიან მაგრა ჩაიარა, ჯილდოც ჩამოვიტანეთ. სხვა არტისტებიც ვნახეთ, რომლებსაც საკუთარი ქვეყნების დიდი მხარდაჭერა აქვთ. ჩვენი დელეგაცია ბაქოში აიგიუნთან ერთად რომ დაინახეს, VIP-ის ფულიც არ გადაგვახდევინეს… ჭკუაზე არ არიან, ისე უვლიან საკუთარ არტისტებს. მეც ვაზიარებდი, ისე რომ არ შეწუხებულიყავით, მაგრამ არც ერთ პორტალს არაფერი დაუწერია (სამაგიეროდ, ტრ…ის ფოტო რომ დამედო, აჭრელდებოდა ყველაფერი).

ჰო და ამდენი წარმატების შემდეგ (აღარ მოვყები დეტალურად) ჩამოვედი და აეროპორტიდან გამოსული, გამარჯობის მაგივრად, გამაჩერეს და შემამოწმეს… სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს… დოკუმენტები აინტერესებდათ, ვინ ვიყავი :))” – აღნიშნავს სტეფანე სოცქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები