LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანეს ანშლაგით ჩავლილი საახალწლო კონცერტი „სფეისჰოლში“ (ფოტოები)

48

31 დეკემბრის ღამეს „სფეისჰოლმა“ სტეფანეს კონცერტს უმასპინძლა. ორსაათიან ცოცხალი კონცერტს, სადაც მომღერლის ყველა ჰიტი შესრულდა, უამრავი ადამიანი ესწრებოდა. კარზე ბილეთების ყიდვა შეუძლებელი გახლდათ, ვინაიდან ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა, მსმენელი კი კმაყოფილებას ვერ მალავდა.

მოგვიანებით, სტეფანემ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საახალწლო ემოციებზე ისაუბრა.

„კიდევ კარგი, არ ვიჯერებ ხოლმე, რაც ჩემს თავს ხდება კონცერტებზე, არც ვიფერებ! არც შევიფერებ. სიტყვებსაც ვერ ვიპოვი ვერასდროს, როგორ გადაგიხადოთ მადლობა, ვერც საზოგადოებას, რომელიც ახალ წელს მოვიდა, ვერც ორგანიზატორებს, რომლებმაც დაიჯერეს ჩემი. ეს ჩვეულებრივი ორგანიზატორები არარიან, არც დარბაზია ჩვეულებრივი. მოკლედ, რა დავწერო მართლა არ ვიცი, მაგრამ საღამომდე იქნებ აზრზე მოვიდე და მივხვდე, რისი დაწერა მინდა. ახლა მართლა ვერ ვპოულობ სიტყვებს. ყველაზე მაგარო ადამიანებო, ვინც მონაწილეობა მიიღეთ გუშინ ამ საღამოში. ახალი წელიც ამას ჰქვია! ბედნიერება ყველას, ყველას, ყველას! საოცნებო წელი გამითენეთ. მეტი უკეთესი რომ არ შეიძლება! ❤️ შოკი იყო, როდესაც მითხრეს, რომ მაგ ტერიტორიაზე პირველად მოხდა, რომ კარზეც აღარ იყიდება ბილეთები! Soldout. ამ წელს მხოლოდ სიახლეებს გპირდებით❤️❤️ პ.ს. აზრზე მოვალ და წერილებსაც ვუპასუხებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები