LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანეს კონცერტი „ივენთ ჰოლში“ 7 ივლისს გაიმართება – „ამ სეზონზე ეს ჩემი ბოლო კონცერტია თბილისში“

104

„ოქროს ტალღის“ ორი ჯილდოს მფლობელი სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვების ცერემონილაზე და ასევე რადიო „ფორტუნას“ რჩეულიც გახდა, მორიგი კონცერტისთვის ემზადება.

7 ივლისს ის მსმენელის წინაშე „ივენთ ჰოლში“ წარდგება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მასთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან პაატა ანდრიაძე (კლავიში), გიორგი მანაგაძე (ბასი), უჩა მეტრეველი (გიტარა), ზაზა ცერცვაძე (დრამი), დათო შამანაური (საყვირი) და ჯგუფი „სპარკლი“, როგორც სტეფანეს ბექ-ვოკალი.

„ძვირფასო მეგობრებო, ვიცი, შეგაწუხეთ ჩემი სიახლეებით, ამიტომ რომ არ შეწუხდეთ, ესეთი გადაწყვეტილება მივიღე:

ამ სეზონზე ეს ჩემი ბოლო კონცერტია თბილისში და ოქტომბრამდე პაუზას ვიღებ, რომ სიახლეებით დაგიბრუნდეთ შემოდგომაზე და დიდი კონცერტი გავმართო. რადგან ადგილები შეზღუდულია და რეკლამის გარეშე მაგიდები უკვე გაყიდულია, დაპატიჟებასაც ვერ შევძლებ. უკვე შეგიძლიათ იზრუნოთ ბილეთებზე – მაგიდებია განსაზღვრული და ფეხზე სადგომი ბილეთებიც არის. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის“ – აღნიშნავს სტეფანე.

ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები