LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანეს საოპერო მონაცემებს ანიტა რაჭველიშვილი უწონებს (ვიდეო)

69

სტეფანე მღერბრიშვილმა სოცქსელში დადო ვიდეო, სადაც მისი საოპერო მონაცემები ჩანს. მან მუსიკალური ფრაზა წაიმღერა, რითაც მეგობარ საოპერო მომღერლებს შორის აღფრთოვანებული შეფასებები დაიმსახურა.

ოპერის მომღერალმა გოჩა აბულაძემ დაწერა:

„კაი მაღლები აქვს და ბევრ ტენორს გაუსკდება გული“.

მიშა ქირია:

„შენ იხუმრე და მართლა კარგი ტენორი დადგებოდა შენგან…“

ანიტა რაჭველიშვილი:

„მე შოკი მაქვს. სად იყავი აქამდე? არ ვხუმრობ ოღონდ საერთოდ…“, რაზეც სტეფანემ უპასუხა: „უსამსახუროდ დამტოვეს და ახლა ოპერაზე გადმოვდივარ“.

სტეფანეს ამ ნამღერს ნიკოლოზ რაჭველიც გამოეხმაურა და აღნიშნა: „მე შენს ადგილას სერიოზულად დავფიქრდებოდი ახალ პროფესიაზე:)))) თან ამდენი მეგობარი გყავს საოპერო მუსიკის სფეროში!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები