LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანწმინდაში ავტოსადგომის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდა

146

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, 20 წლის ვადით, იჯარით გაცემის მიზნით გამოიტანა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 69762  კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საინვესტიციო პირობების მიხედვით აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე  700 სატვირთო მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის, ასევე მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის მქონე ობიექტების, მათ შორის, კვების ობიექტების მოწყობა. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით გამარჯვებულმა უნდა განხორციელოს სულ მცირე 600 000 ლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 30 ადამიანი.

უძრავი ქონების საწყისი წლიური საიჯარო ქირა შეადგენს – 21 000 ლარს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/502919

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები