LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტერლინგი და ვიღაც დროებითი კაცი

90

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი პრემიერლიგაში აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„ქალაქელების“ ტრიუმფი ორმაგი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ პეპ გვარდიოლამ ვიღაც მწვრთნელთან წააგო.

ინგლისში პირველი სათამაშო თვის შედეგები შეაჯამეს.
საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა სტერლინგმა სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტი პენალტი „სანდერლენდის“ კარში და ერთი საგოლე პასი მისცა. ამით 21 წლის ინგლისელმა გადაასწრო ედენ აზარს (ჩელსი), ანტონიო ვალენსიას (იუნაიტედი) და კერტის დევისს (ჰალი).

cr64mmxxgaajx95

თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო მიკ ფელანმა (დროებითი მწვრთნელია), რომლის „ჰალმა“ სტარტი ჩემპიონი „ლესტერის“ დამარცხებით აიღო (2:1), მერე 2:0 მოუგო „სუონსის“ და მხოლოდ მესამე ტურში წააგო „მანჩესტერთან“ და ისიც სულ ბოლო წამს. 53 წლის სპეციალისტმა ხმის მიცემისას აჯობა ანტონიო კონტეს, ხოსეპ გვარდიოლას და ჟოზე მოურინიოს, რომელთა გუნდებმა 9-დან 9 ქულა მოიპოვეს.

cr66rjbwiaa9zeg

„თვის მოთამაშის“ ჯილდოს სპონსორია ვიდეოთამაშების მწარმოებელი EA Sports.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები