LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია ლანჩხუთში – დატბორილი სახლები და ლანჩხუთის მერი ორიგინალური ბოტებით

191

ლანჩხუთში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. წინასწარი ინფორმაციით, ამ დროისთვის ზარალის ოდენობა მთელ მუნიციპალიტეტში რამდენიმე მილიონ ლარს ითვლის.

დეპუტატების განცხადებით, თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, განსაკუთრებით კი, მაღალმთიან ზონაში დაღვარული და მწყობრიდან გამოსულია შიდა მიმოსვლის გზები, 50-მდე ხიდი და მილხიდი დაზიანებულია, ასევე დატბორილია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

17 სექტემბერს, სტიქიის შედეგად, მთელს ტერიტორიაზე დაზიანდა ხიდები, მილხიდები, შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია მეწყერი.

დაზიანებული ქალაქი და ადმინისტრაციული ერთეულები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და გურიის მხარის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.

როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ლანჩხუთის მერს ალექსანდრე სარიშვილს საკმაოდ მოხერხებული და ორიგინალური “ბოტები” აცვია, რამაც სოციალურ ქსელში ხალხის ყურადღება მიიპყრო.

მომხმარებლების ნაწილი ამ თემაზე ხუმრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ იმ მდგომარეობაში, რაც ქალაქში იყო, მერს ნამდვილად შესაფერისი ფეხსაცმელი აცვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები