LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია ნენსკრის ხეობაში – მთაში ჩარჩენილი მოზარდი ჭუბერში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

99

მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ​სამაშველო ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

როგორც ჭუბერის რწმუნებული ნინო ვიბლიანი აცხადებს, ასევე საფრთხვის ქვეშაა 5 ოჯახი, რომელსაც უახლოეს წუთებში გამოიყვანენ.

ამ წუთებში ჭუბერში გზის გაყვანის სამუშაოებს ორი ერთეული ტექნიკა აწარმოებს. გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამატებით 30 მძიმე ტექნიკა ჭუბერისკენ მოემართება და უახლოეს მომავალში სამანქანო გზის აღდგენა მოხდება.

სვანეთში მომხდარი სტიქიის გამო, ჭუბერის თემის ყველა სოფელს ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სტიქიამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დააზიანა. კომპანიის ინფორმაციით, ელექტრომომარაგების სრულად აღდგენა დღეს ვერ მოხერხდება, თუმცა ტექნიკური ჯგუფები მობილიზებულები არიან და ცდილობენ მოსახლეობის ნაწილს მაინც აღუდგეს დენის მიწოდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, იქ სადაც ნენსკრა ჰესი შენდება, დღეს, 5 ივლისს მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მთის ნაწილის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები