LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია სამხრეთ აფრიკაში – დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი

46

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ძლიერმა შტორმმა და გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და აღმოსავლეთ სანაპიროს ასი ათასობით დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. განსაკუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი დურბანი დაზარალდა.

ქარის სიჩქარე საათში 70 კილომეტრს აღემატებოდა. შტორმის შედეგად წარმოქნილმა ძლიერმა ტალღებმა კონტეინერებით დატვირთული ერთ-ერთი ხომალდი დურბანის პორტში გარიყა. შედეგად, რამდენიმე მცირე ზომის ხომალდი იზოლაციაში მოექცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები