LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიასთან საბრძოლველად აღჭურვილობა განახლდება

85

სტიქიასთან საბრძოლველად და რესურსების მზადყოფნაში მოყვანის მიზნით, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება აღჭურვილობისა და ტექნიკის განახლებისთვის რესურსის გამოყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„დღევანდელ დღეს გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა მზად უნდა იყოს ასეთი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, რომ როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ანუ აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა, ასეთი ტიპის გამოწვევებთან არის აუცილებელი. ამიტომ პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა მოგვიწევს. წელს რაც შესაძლებელი იქნება და ალბათ, უფრო მომავალი წლის ბიუჯეტში, საჭირო იქნება ამ რესურსის გამოყოფა და ამავე დროს, გასატარებელი იქნება ის სისტემური ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოიყვანს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მზადყოფნაში ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ეს არის აუცილებელი. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები