LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის შედეგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

55

საქართველოში ძლიერი ქარია. საგანგებო სიტუაციების მართის სამსახური , სტიქიის შედეგების, პირველ ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს.

უწყების ცნობით, 16:00-დან 21:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარე განათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა,  გაზის ცენტრალური 5 მილი, 6 სარეკლამო ბანერი.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შიდა სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, სამეგრელო-ზემო/სვანეთში, მესტიის სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. მცხეთა-მთიანეთში, მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია ერთი საცხოვრებელი სახლი.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები